ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ვიზიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

  • -

შაბათს, 5 ნოემბერს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ქვემო ქართლში ვიზიტისას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში RDFG-ის მიერ განხორციელებული ENPARD თეთრიწყარს განვითარების პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარს ეწვია.

ელჩმა სოფელ წინწყაროში მდებარე საწარმო „შპს წინწყარო +“ მოინხაულა, რომელიც ევროპული სტანდარტების დაცვით სხვადასხვა სახეობის ყველს აწარმოებს. საწარმომ ევროკავშირის ENPARD პროექტის ფარგლებში RDFG-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ამჟამად პროექტისგან მიღებული გრანტით პროდუქციის გაფართოებას გეგმავს.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი საწარმოში არსებულ პრიობებს, წარმოების ტექნიკას, სტანდარტებს და წარმოების პროცესს გაეცნო და მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ყველიც დააგემოვნა. ამჟამად საწარმო პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა ელჩმა განაცხადა, რომ პროდუქციის ხარისხიდან გამომდინარე საწარმოს დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ მისი პროდუქცია სულ მალე ევროპულ ბაზარზეც ვიხილოთ.

ვიზიტის შემდგომ ელჩი ევროპის დღის აღსაღნიშნ ღონისძიებას შეუერთდა მარნეულში, სადაც RDFG-ი ENPARD პროგრამის ფარგლებში იღებდა მონაწილეობას. ღონისიებაზე, RDFG-ისა და ENPARD-ის ბენეფიციარებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ევროკავშირის დაფინანსებით წარმოებული სასფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოფინეს: თაფლი, სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა, ვისკი, ვაშლის ბრენდი (კალვადოსი), ჟოლო და სხვა. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სოფლის განვითარების თეთრიწყაროს პროექტის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა, RDFG-დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებმა და RDFG-ის მიერ შექმნილი ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წარმომადგენლებმა.