დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, RDFG ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ორდღიან ტრენინგს გაყიდვებში

  • -

2019 წლის 27 ივნისსა და 2 ივლისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვთავაზობთ ორდღიან ტრენინგს თემაზე “ეფექტური გაყიდვები”. ღონისძიება თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება და მას საბანკო სფეროში გაყიდვების ხუთწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი გაუძღვება. ტრენინგის ხანგრძლივობაა 4 საათი (12:00-16:00). ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა2013 წლიდან, 179.5 მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბისშემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივთემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.