RDFG-იმ GAARD-ის სოფლის განვითარების ჯგუფის სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

  • -

2019 წლის 12 ივლისს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის (GAARD) სოფლის განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ამავე ჯგუფის კოორდინატორმა, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) უმასპინძლა. ღონისძიებას დაესწრო GAARD-ის წევრი ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი.

ღონისძიების ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ორგანიზაცია ბრიჯის – ინოვაცია და განვითარება დამფუძნებელი და ბორდის წევრი, ქეთი გეთიაშვილი. აღნიშნულის შემდეგ, RDFG-ის სოფლის განვითარების მენეჯერმა, ნელი რევაზიშვილმა სოფლის განვითარების პროცესში ევროკავშირის LEADER მიდგომაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მთავარი იარაღები, მახასიათებლები და აღნიშნული მიდგომის განხორციელების პრინციპები გააცნო. გარდა ამისა, ევროკავშირის ENPARD პროგრამის I და II ფაზების ფარგლებში, საქართველოში LEADER-ის განხორციელების პროცესში მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებს, მიღებულ გაკვეთილებსა და აღნიშნულში GALAG -ის როლს გაუსვა ხაზი. მან ასევე ისაუბრა LEADER-ზე, როგორც ქცევითი შეცვლის პლატფორმაზე კარგი მმართველობისათვის და წარადგინა LEADER-ის მთავარი შედეგები.

თითოეული პრეზენტაციის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები. შეხვედრის დასასრულს გამართული დისკუსიის ფარგლებში, ჯგუფის წევრებმა მოქალაქეთა ინტერესების დაცვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).