ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

  • -

ყველაზე გავრცელებული სიმპტომები – მშრალი ხველა, დაღლილობის შეგრძნება და ცხელება. ხშირ შემთხვევაში – პნევმონია (ფილტვების ანთება). გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს!

ვირუსი ვრცელდება დაავადებული ადამიანის დაცემენებისა და დახველების შედეგად წარმოქმნილი წვეთებით, ნერწყვითა და ცხვირიდან გამონადენით. ვირუსმა შესაძლოა თქვენს ორგანიზმში შეაღწიოს ვინმესთან ხელის ჩამორთმევით და შემდეგ ამავე ხელების თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებით.

ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ორგანიზმში ვირუსი შესაძლოა მძიმე ფორმებით განვითარდეს.
 
   
      
   
   
   
ვირუსისგან თავის დასაცავად:

  • მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიცავით მინიმუმ 2 მეტრის დისტანცია გარშემომყოფებთან.
  • მოერიდეთ ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტს, განსაკუთრებით თუ მათ ახველებთ ან/და აცემინებთ.
  • ხშირად გაისუფთავეთ ხელები სპირტზე დამზადებული ხსნარით ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.
  • მისალმებისას ხელის ჩამორთმევის ნაცვლად: დაუქნიეთ ხელი, დახარეთ თავი და წელში მოიხარეთ.
  • ჩაუტარეთ დეზინფექცია სხვადასხვა ზედაპირსა და ნივთებს, რომლებიც შეიძინეთ ან სხვამ გადმოგცათ. ამისთვის რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენოთ სპირტი და ქლორი.

ადამიანის დაინფიცირების შემდეგ, 2-დან 10 დღემდეა საჭირო იმისთვის, რომ მას დაავადების სიმპტომები გამოუვლინდეს.

ვირუსისგან გამოსაჯანმრთელებლად სწორად უნდა იმკურნალოთ სიმპტომები და მალევე მიმართოთ ექიმს – პირველ რიგში, კლინიკას ტელეფონით დაუკავშირდით. დაავადების დადასტურების ერთადერთი გზა ლაბორატორიული ტესტის ჩატარებაა.

ამ ეტაპზე, არ არსებობს შესაბამისი ვაქცინა და წამალი კორონავირუსის პრევენციისათვის და სამკურნალოდ. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რომ არ დაინფიცირდეთ და შემდგომში არ გახდეთ დაავადების გამავრცელებელი.

ჯანდაცვის ცხელი ხაზი: 1505 სასწრაფო სამედიცინო დახმარება: 112 მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი: 144

ინფორმაციას კორონავირუსის საქართველოში გავრცელებისა და პრევენციული ზომების შესახებ, გაეცანით საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე www.StopCov.ge

#დარჩისახლში

ახალი კორონავირუსი (COVID-19)
Yeni koronavirus COVID-19
նոր կորոնավիրս Covid-19