წესდება

მუხლი 1
ზოგადი დებულებები

1.1. “თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი” შემდგომში (ორგანიზაცია) წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (ააიპ). რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის სრული სახელწოდება:

ქართულად: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი”. ინგლისურად: “Tetritskaro Local Action Group (Tetritskaro LAG)”

1.3. “თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი”-ის ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. აქვს განკერძოებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში (მათ შორის სავალუტო), აქვს საკუთარი ბეჭედი, იურიდიული მისამართი, საკუთარი სიმბოლიკა-ლოგო და სხვა საჭირო ატრიბუტიკა.

1.4. ორგანიზაცია უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, განახორციელოს საკუთარი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე დაამყაროს ურთიერთობები სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სხვა იურიდიულ პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, მიიღოს და გასცეს სხვადასხვა ფინანსური შემოსავლები-მათ შორის გრანტები, ერთჯერადი დახმარებები, შემოწირულობები, საწევროები და სხვა რაც კანონით არის ნებადართული, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში, განახორციელოს სხვა უფლებები რაც განსაზღვრულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

1.5. ორგანიზაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ორგანიზაციის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

1.6. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ორგანიზაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

1.7. ორგანიზაცია უფლებამოსილია დააფუძნოს ფილიალები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები და იმოქმედონ ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული დებულებით;

1.8. ორგანიზაცია იძენს იურიდიული პირის უფლებებს წინამდებარე წესდების იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან;

1.9. ორგანიზაციის იურიდიული მისამართია: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ჯორჯიაშვილი საკადასტრო კოდი #840336011

1.10. ორგანიზაციის ელექტრონული მისამართია: tetritskarolag@gmail.com

მუხლი 2
დამფუძნებელი

2.1. ორგანიზაციის დამფუძნებლია:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ააიპ) „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველო“; იურიდიული მისამართი: თბილისი ვაკის რაიონი, ტ.ტაბიძის ქ. # 39. ბ. 2.; საიდენტიფიკაციო ნომერი 404882980; რეგისტრაციის თარიღი 28.12.2010; მარეგისტრირებელი ორგანო: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი: ააიპ „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთველო“-ს თავმჯდომარე, გამგეობის წევრი ივანე გრიგოლაშვილი (პ/ნ:01008019005 დაბადებული: 19 ნოემბერი 1974წ, მცხოვრები: ქ.თბილისი, ტიციან ტაბიძის #39, ბინა #2) პ/მ გამცემი ორგანო: იუსტიციის სამინისტრო, მოქმედების ვადა:07.07.2022).

2.2. დამფუძნებლის სპეციალურ კომპეტენციას, პირველ ჯერზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისას, განეკუთვნება:

ა) ორგანიზაციის წესდების დამტკიცება;
ბ) ორგანიზაციის მმართველობითი საბჭოს წევრების, აღმასრულებელი დირექტორის და მოადგილეების დანიშვნა;

იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდგომ ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებები და დამატება, მმართველობითი საბჭოს, მისი წევრების, აღმასრულებელი დირექტორის და მოადგილებიის არჩევა მოხდება წესდების მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად;

2.3. დამფუძნებელი ვალდებულია ორგანიზაციის საქმეები წარმართონ კეთილსინდისიერად კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად და ორგანიზაციის წინაშე პასუხს აგებენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო წარმოშობილი ზიანისთვის.

მუხლი 3
ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

3.1. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური სოციოეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

3.2. წესდებით განსაზღვრული მიზნის/ების მისაღწევად, მოქმედი კანონმდებლობისა და მიმდინარე წესდების გათვალისწინებით, ორგანიზაცია წყვეტს და ახორციელებს შემდეგ ამოცანებს:

3.2.1. სოციალ-ეკონომიკური განვითრების ხელშეწყობა;

3.2.2.სასოფლო-სამეურნეო/არასასოფლო სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა;

3.2.3. სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

3.2.4. გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ღონიძიებების ხელშეწყობა;

3.1.5. სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია ხელშეწყობა.

მუხლი 4
ორგანიზაციის საქმიანობა

ორგანიზაცია წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, მოქმედი კანონმდებლობისა და მიმდინარე წესდების გათვალისწინებით, ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

4.1. შეიმუშავებს თემის მიერ ინიცირებულ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და მისი განხორციელების მექანიზმებს;

4.2. უზრუნველყოფს საგრანტო პროგრამის განხორციელებას თეთრიწყაროს განვითრების სტრატეგიის მიზნების შესაბამისად;

4.3. ხელს უწყობს ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომის დანერგვას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში;

4.4. უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების შექმნას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში;

4.5. ხელს უწყობს ინოვაციური, გარემოსთან მეგობრული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას;

4.6. ხელს უწყობს ადამიანებში იმ ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, რომელიც მათ დაეხმარებათ ადგილობრივ რეგიონალურ, თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან საკუთარი საჭიროებების სწორედ წარმოჩენასა და პარტნიორობაში;

4.7. ხელს უწყობს პროფესიული განათლების შესაძლებლობების შექმნას, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადება/გადამზადების გზით;

4.8. აქტიურად მუშაობს მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, რათა გაზარდოს მათი ჩართულობა ადგილობრივი თემების განვითრების პროცესში;

4.9. უზრუნველყოფს ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას სოფლის განვითარების ინიციატივებში;

4.10. ხელს უწყობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებსი შესაძლებლობების შექმნას, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვიტრების გზით;

4.11. უზრუნველყოფს დამატებითი რესურსების მოძიებას, ორგანიზაციის მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობების განსახორციელებლად;

4.12. ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმ) დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების ამაღლებას, და მათ ჩართულობას სათემო განვითარების ინიციატივებში;

4.13. ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღებას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

4.14. ახორციელებს სხვა დამატებით საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქრთველოს კანონონმდებლობას და შეესაბამება „ორგანიზაციის“ მიზნებსა და ამოცანებს.

მუხლი 5
ორგანიზაციის წევრობა

5.1 ორგანიზაციის წევრობა არის პირადი, ინდივიდუალური ხასიათის უფლება, რომელიც არ ექვემდებარება მემკვიდრეობით ან მინდობილობით გადაცემას;

5.2. წევრად მიღება:

5.2.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებს.

5.2.2. ორგანიზაციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მმართველობით საბჭოს. წევრად მიღების საკითხს წყვეტს ორგანიზაციის საერთო კრება განცხადების შემოსვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა. გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე წევრობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ორი წევრის დადგენილი ფორმის წერილობითი რეკომენდაცია.

5.2.3. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას, საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ორგანიზაციის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ორგანიზაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

5.2.4. ორგანიზაციის დამფუძნებელი, წევრები სარგებლობენ თანაბარი სტატუსით და უფლებამოსილებით.

5.3 წევრთა უფლება-მოვალეობანი:

5.3.1. წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობდეს ორგანიზაციის საერთო კრების მუშაობაში;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს თეთრიწყაროს ორგანიზაციის მმართველ ორგანოში;
გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობაში;
დ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს მმართველობითი საბჭოს სხდომებში;
ე) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოსა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
ვ) ორგანიზაციის მიზნების და დადგენილი წესების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
ზ) ატაროს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ემბლემა დადგენილი წესის შესაბამისად.

5.3.2. წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას ორგანიზაციის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის საქმიანობაში;
დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ორგანიზაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;
ე) გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.

5.4. წევრობის შეწყვეტა:

5.4.1. უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;
ე) გარდაცვალებისას;

5.4.2 საერთო კრების გადაწყვეტილებით ორგანიზაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს წევრობიდან, თუ:

ა) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ბ) საერთო კრების საქმიანობაში არასაპატიო მიზეზით 2 წლის განმავლობაში მონაწილეობის მიუღებლობისას;

მუხლი 6
მმართველი ორგანო

6.1. ორგანიზაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომში საერთო კრება), რომელიც შედგება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებისაგან, საიდანაც სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები უნდა შეადგენდენენ 51% ან მეტს.

6.2. საერთო კრების უფლებამოსილებები:

6.2.1. დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს წესდებაში ცვლილებებსა და დამატებებს, ასევე ორგანიზაციის პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებს; (დამსწრე წევრებიდან სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ 51% ან მეტს).

6.2.2. ფარული კენჭისყრის წესით, დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით ირჩევს და ათავისუფლებს მმართველობითი საბჭოს წევრებს; (დამსწრე წევრებიდან სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ 51% ან მეტს).

6.2.3. წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით შეუძლია ვადაზე ადრე გაათავისუფლოს აღმასრულებელი დირექტორი, მისი მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები;

6.2.4. მმართველობითი საბჭოს წარდგენით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ორგანიზაციის წევრების მიღებასთან და გარიცხვასთან დაკავშირებით;

6.2.5. თეთრიწყაროს თემთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიას და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას;

6.2.6. იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურის/ების გამოცხადებასთან დაკავშირებით (გამოცხადების ტექსტი, ვადები, თემატიკა და ა.შ.), თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის მიზნების, ამოცანების და შედეგების მისაღწევად;

6.2.7. ხელს უწყობს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის კონკურსის ვადების, თემატიკის, პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ;

6.2.8. ამტკიცებს შეფასების კომისიის შემადგენლობას და შერჩევისა და შეფასების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პროცედურებსა და კრიტერიუმებს;

6.2.9. განიხილავს და ამტკიცებს საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგებს, განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;

6.2.10. განიხილავს თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის შედეგებს;

6.2.11. ახორციელებს სხვა დამატებით უფლება-მოვალეობებს, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის საქმიანობასთან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

6.3. საერთო კრების გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა ორგანიზაციის ყველა წევრისთვის.

6.4. საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა 50%-ზე მეტი, საიდანაც სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები უნდა შეადგენდეს 51% ან მეტს.

6.5. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით. თუ წესდებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.

6.6. საერთო კრების სხდომები იმართება 6 (ექვს) თვეში ერთხელ მაინც.

6.7. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მმართველობითი საბჭოს მიერ:

ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) აღმასრულებელი დირექტორის ან თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრთა მეათედის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი თვისა.
გ) მმართველობითი საბჭოს შემადგენლობის ორი მესამედის მოთხოვნით.

6.9. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა წინასწარ დადგენილი დღის წესრიგით და სრულდება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.

მუხლი 7
ორგანიზაციის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

7.1. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა, არა უმეტეს 21 წევრისაგან შემდგარი, მმართველობითი საბჭო (შემდგომში მმართველობითი საბჭო), (საიდანაც სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ 51% ან მეტს). მმართველობითი საბჭო უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილებების აღსრულებას, ასევე მართავს და უძღვება ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას წესდების და საქრთველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

7.1.1. მმართველობითი საბჭოს წევრებს ირჩევს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის საერთო კრება 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო მისი სრული შემადგენლობის 50%-ის როტაცია ხდება ყოველ 2 (ორ) წელიწადში ერთხელ, არჩევნების იგივე პრინციპით, რომლითაც არჩეულია მმართველობითი საბჭოს სრული შემადგენლობა.

7.1.2 მმართველობითი საბჭოს წევრების ნომინირება ხდება ნებაყოფლობით, ნომირილებული შეიძლება იყოს ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი.

7.1.3. მმართველობითი საბჭოს თითოეულ წევრს შეუძლია უარი თქვას წევრობაზე აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენილი წერილობითი მიმართვის საფუძველზე. მმართველობითი საბჭოს ახალი წევრის არჩევა უნდა განხორციელდეს გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

7.1.4. მმართველობითი საბჭოს სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მმართველობითი საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მიერ საკუთარი ინიციატივით ან მმართველობითი საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.

7.1.5. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის 50%-ზე მეტი. მმართველობითი საბჭო მის უფლებამოსილებაში შემავალ გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით. თითეულ წევრს გააჩნია 1 ხმის უფლება.

7.2. მმართველობითი საბჭოს წევრები:

  1. აღმასრულებელი დირექტორი/ წევრი: ნინო ტიკურიშვილი, პ/ნ: 22001020922, დაბადებული: 25 მაისი 1990 წელი, მცხოვრები: ქალაქი თეთრიწყარო, ფარნავაზის ქ.#76; პაპორტის გამცემი ორგანო: იუსტიციის სამინისტრო, მოქმედების ვადა: 30 სექტემბერი 2024წ.
  2. მოადგილე/ წევრი: ბაგრატ პაპაშვილი, პ/ნ: 22001014434, დაბადებული: 18 სექტემბერი 1987 წელი მცხოვრები: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ჯორჯიაშვილი; პასპორტის გამცემი ორგანო: იუსტიციის სამინისტრო, მოქმედების ვადა: 18 აგვისტო 2027წ.
  3. მოადგილე/ წევრი: ააიპ „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ იურიდიული მისამართი: თბილისი ვაკის რაიონი, ტ.ტაბიძის ქ. # 39. ბ. 2.; საიდენტიფიკაციო ნომერი 404882980; რეგისტრაციის თარიღი 28.1.2010; მარეგისტრირებელი ორგანო: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; წარმომადგენელი, მარიამ შურღაია პ/ნ: 01010014959, დაბადებული: 29 იანვარი 1989 წელი, მცხოვრები: ქ. თბილისი ფანასკეტელის ქ.17, ბინა 51. პ/მ გამცემი ორგანო: იუსტიციის სამინისტრო, მოქმედების ვადა: 5 თებერვალი 2028წ.

7.3. მმართველობითი საბჭოს უფლებამოსილებები:

7.3.1. იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს ორგანიზაციის წევრებს;

7.3.2. შეიმუშავებს წესდებაში ცვლილებებსა და დამატებებს, ასევე ორგანიზაციის პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას;

7.3.3. ამტკიცებს ორგანიზაციის შინაგანაწესს, დებულებებს, სახელმძღვანელო ინსტრუქციას და სხვა შიდა მარეგულირებელ აქტებს;

7.3.4. მმართველობითი საბჭოს შემადგენლობიდან 2 (ორი) წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეებს (ორი მოდგილე); (საიდანაც სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ 51% ან მეტს).

7.3.5. საერთო კრებას წარუდგენს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრებისა და წევრობიდან გარიცხვის კანდიდატებს;

7.3.6. თეთრიწყაროს თემთან თანამშრომლობით შეიმუშავებს თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიას და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას და საბოლოო ვერსიას წარუდგენს საერთო კრებას დასამტკიცებლად;

7.3.7. უზრუნველყოფს თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის შესაბამისობას ქვეყნის ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან;

7.3.8. შეიმუშავებს საგრანტო კონკურის/ების გამოცხადების ტექსტს, ვადებს, თემატიკას და წარუდგენს საერთო კრებას დასამტკიცებლად;

7.3.9. უზრუნველყოფს სრული და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, მათ შორის კონკურსის ვადების, თემატიკის, პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ;

7.3.10. განსაზღვრავს შერჩევისა და შეფასების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პროცედურებსა და კრიტერიუმებს და წარუდგენს საერთო კრებას დასამტკიცებლად;

7.3.11. ამზადებს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და თეთრიწყაროს განვითების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და წარუდგენს საერთო კრებას;

7.3.12. მონაწილეობას იღებს თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგში ტექნიკურ ჯგუფთან ერთად და შედეგებს წარუდგენს საერთო კრებას;

7.3.13. უზრუნველყოფს თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის ეფექტური განხორციელების მიზნით სხვა დამატებითი რესურსებისა და შესაძლებლობების მოძიებას;

7.3.14. ახორციელებს სხვა დამატებით უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას და დაკავშირებულია ორგანიზაციის საქმიანობასთან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 7.4. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და მოადგილეები:

7.4.1. ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში აღმასრულებელი დირექტორი), რომელიც უზრუნველყოფს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის საერთო კრებისა და მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილეები.

7.4.2. პირი აღმასრულებელი დირექტორად არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ სამზე მეტი ვადით. აღმასრულებელი დირექტორად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს მმართველობითი საბჭოს ყოველ წევრს. აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი აღმასრულებელი დირექტორის და მოადგილეების არჩევამდე.

7.5. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებები: 7.5.1 იწვევს და ხელმძღვანელობს მმართველობითი საბჭოს სხდომებს, განსაზღვრავს შეხვედრის დღის წესრიგს და ხელს აწერს მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებებს; 7.5.1. შეიმუშავებს დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს ორგანიზაციის შინაგანაწესს, დებულებებს, სახელმძღვანელო ინსტრუქციას და სხვა შიდა მარეგულირებელ აქტებს და ასევე უზრუნველყოფს მათ შესრულებას;

7.5.2 წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე მხარესთან ურთიერთობებში, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ;

7.5.3 უზრუნველყოფს ორგანიზაციის სხვადასხვა ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას და მათ შორის სისტემურ კავშირს;

7.5.4 მმართველობით საბჭოსთან ერთად ამზადებს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და თეთრიწყაროს განვითების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და წარუდგენს საერთო კრებას;

7.5.5 მმართველობით საბჭოსთან ერთად გეგმავს და ორგანიზებას უკეთებს ორგანიზაციის საქმიანობას;

7.5.6 ახორციელებს სხვა დამატებით უფლება-მოვალეობებს, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის საქმიანობასთან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და აღნიშნულ რეგულაციებს.

7.6 მოადგილეები აღმასრულებელი დირექტორის რწმუნებით ასრულებენ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. აღმასრულებელი დირექტორის გადადგომის შემთხვევაში, მმართველი საბჭოს გადწყვეტილებით, ახალი აღმასრულებელი დირექტორის არჩევამდე აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილეებიდან ერთ ერთი;

7.7 ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილეების ვადაზე ადრე გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ საერთო კრებას.

7.8 აღმასრულებელი დირექტორი და მოადგილეები ორგანიზაციის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად. ისინი თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ მის წინაშე.

მუხლი 8
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ტექნიკური ჯგუფი

8.1. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ტექნიკური ჯგუფი (შემდგომში ტექნიკური ჯგუფი) შედგება „ასოციაცია სამხარეო განვიათარება მომავალი საქართველოთვის“, RDFG-ის წარმომადგენლებისგან, რომელიც ახდენს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ტექნიკურ მხარდაჭერას და უწევს კოორდინირებას მათ საქმიანობას; ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ნიშნავს „ასოციაცია სამხარეო განვიათარება მომავალი საქართველოთვის“;

8.2. ტექნიკური ჯგუფის უფლებამოსილებები:

ა) უზრუნველყოფს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;
) ხელს უწყობს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრების განვითარებას სხვადასხვა სახის კონსულტაციისა და სწავლების მეშვეობით;
გ) მხარს უჭერს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს ადვოკატირების პროცესში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
დ) დახმარებას უწევს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს დამატებითი რესურსების მიძიების პროცესში თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის მიზნების მისაღწევად;
ე) ხელს უწყობს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის საქმიანობის კოორდინაციას;
ვ) უზრუნველყოფს შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილი საგრანტო განაცხადების და მისი შეფასების ფორმის ტექნიკურ გადამოწმებას და მის შესაბამისობას დონორი ორგანიზაციის მოთხოვნებთან და შეიმუშავებს შერჩეული განაცხადების ნუსხას, მათ საბოლოო დამტკიცებამდე;
ზ) ახორციელებს მიღებული საგრანტო განაცხადების წინასწარ მონიტორინგს, ასევე დაფინანსებული განაცხადების პერიოდულ მონიტორინგს მმართველობით საბჭოსთან თანამშრომლობით;
თ) განიხილავს თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და დაფინანებული პროექტების მონიტორინგის შედეგებს და იღებს გადაწყვეტილებებს თანმდევი ღონისძიებების შესახებ.
ი) ახორციელებს სხვა დამატებით უფლება-მოვალეობებს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და უზრუნველყოფს დონორი ორგანიზაციის პრინციპებისა და სტანდარტების დაცვას.

მუხლი 9
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის შფასების კომისია

9.1. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის შეფასების კომისია (შემდგომში შეფასების კომისია) წარმოადგენს დროებით სტრუქტურულ ორგანოს, რომელიც იქმნება საგრანტო კონკურის ადმინისტრირებისა და საგრანტო განაცხადების შეფასების მიზნით.

9.2. შეფასების კომისიას აყალიბებს და ამტკიცებს საერთო კრება თავისი სრული შემადგენლობიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. საერთო კრება შეფასების კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. შეფასების კომისია ყალიბდება როტაციის პრინციპით თითოეული საგრანტო კონკურსისთვის.

9.3. შეფასების კომისიის უფლებამოსილებები:

ა) უზრუნველყოფს საგრანტო განაცხადების შეფასებას დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს დასაფინანსებლად წარდგენილი საგრანტო განაცხადების შესაბამისობას თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიაში განსაზღვრულ პრიორიტეტებთან;
გ) ავსებს საგრანტო განაცხადების შეფასების ფორმას, სადაც არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული მათი გადაწყვეტილებებები და გადასცემს ტექნიკურ ჯგუფს დასამტკიცებლად საერთო კრებისთვის წარდგენამდე.

მუხლი 10
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ქონება

10.1. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.

10.2. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

10.3 თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ქონებას გასხვისებას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი 5000 ლარის ფარგლებში. 5000 ლარიდან 20000 ლარამდე ღირებულების ქონების გასხვისებას სჭირდება მმართველობითი საბჭოს თანხმობა. 20000 ლარიდან და მეტი ღირებულების ქონების გასხვისებას სჭირდება საერთო კრების თანხმობა.

მუხლი 11
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

11.1. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის საერთო კრების გადაწყვეტილებით;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

11.2. თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ლიკვიდაცია/რეორგანიზაციას ახორციელებს დამფუძნებელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

11.3. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 12
დასკვნითი დებულებები

12.1. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა მიჩნეული, ან წესდების რომელიმე მუხლში იქნა ხარვეზი, ეს ვერ მოახდენს გავლენას მთლიანი წესდების ნამდვილობაზე;

12.2. წესდების ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში მოქმედებს უფრო ახალი ნორმა