თეთრიწყაროს განვითარების (სამოქმედო) ჯგუფი

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი, ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თეთრიწყაროს LAG-ი 2017 წლის აგვისტოში, ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომაზე დაყრდნობით შეიქმნა და 107 წევრისგან დაკომპლექტდა. ჯგუფი თეთრიწყაროს ოცივე თემს აერთიანებს. მისი წევრები არიან სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობები, ასევე თეთრიწყაროში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები. აღსანიშნავია, რომ LAG-ის წევრთა 40%-ს ქალები, 30%-ს კი ახალგაზრდები წარმოადგენენ.