Donate


 

გაიღე თანხა RDFG-ის საქველმოქმედო ფონდისთვის და გახდი მნიშვნელოვანი ცვლილების მონაწილე!

შემოწირული თანხა სრულად (100%-ით) მოხმარდება მოწყვლადი ოჯახების საჭიროებებს

თანხის გადასარიცხად გამოიყენეთ ქვემოთ მითითებული საბანკო ანაგრიში:

IBAN: GE83BG0000000162711675
მიმღები: ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის
ბანკი: საქართველოს ბანკი

გთხოვთ, შეიტანოთ წვლილი ჩვენს ჰუმანიტარულ აქტივობებში და საქართველოში მცხოვრებ მოწყვლად თემებს, რომელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა COVID-19-ის მეორე ტალღამ, დაეხმაროთ სიღარიბის დაძლევაში. თქვენ მიერ შემოწირული თანხა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები თემების ცხოვრების დონეს, განსაკუთრებით ქალების, ახალგაზრდების, შეიარაღებული კონფლიქტების ან ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ყოველდღიურობას. მხოლოდ ჩვენი ერთობლივი დახმარების შედეგადაა შესაძლებელი აღნიშნული თემების თვითმედეგობის გაძლიერება და მათთვის მდგრადი შემოსავლების შექმნა. ამ ადამიანების გაძლიერებისა და უფრო ნათელი მომავლის შექმნისთვის თქვენს მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ხანგრძლივი ცვლილების განხორციელებას!

მუდმივად განახლებული ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომელთაც თქვენ მიერ გაღებული თანხით ვეხმარებით შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.rdfg.ge და www.tetritskarolag.ge

კონტაქტი
ვანო გრიგოლაშვილი – თავმჯდომარე, RDFG; vgrigolashvili@rdfg.ge
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG; nkopaleishvili@rdfg.ge