შემოგვიერთდით

რა არის „ლიდერი“ მიდგომა?

პროექტის განხორციელებისას გამოიყენება „ლიდერ“ მეთოდოლოგია. „ლიდერ“ მეთოდოლოგია ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება და გულისხმობს, რომ სოფლის განვითარების საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უფრო ეფექტურად ადგილობრივი სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის თანამონაწილეობით მიიღება.

რა არის თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი?

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – ე.წ. „ლაგი” არის არის „ლიდერ“ მიდგომის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ სამოქალაქო პლატფორმას. „ლაგი“ მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე სოფლის განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს. „ლაგი“ ასევე არის ეფექტური ინსტრუმენტი სოფლად არსებული ნებისმიერი პრობლემების ადვოკატირებისა და მათი გადაჭრის გზების შემუშავებისთვის.

რა არის თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრთა ძირითადი მოვალეობები?

  • განსაზღვროს სოფლის განვითარების პრიორიტეტები და შეიმუშაოს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა.
  • სტრატეგიაზე დაფუძნებული პრიორიტეტების მიხედვით უზრუნველყონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საგრანტო კონკურსის პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვა

პროექტის ფარგლებში „ლაგი“ს ყველა წევრს ჩაუტარდება ტრენინგები იმ თემის ირგვლივ, რაც საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება „ლაგი“ს წარმატებით ფუნქციონირებისთვის.

რითი დავეხმარები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს „ლაგის“ წევრობით?

”ლაგი“ არის სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ მუნიციპალიტეტის განვითარების პრორიტეტები და შექმნან მყარი საფუძველი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის განვითრებისთვის.

როგორ გავხდეთ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრი?

ნებისმიერ დაინტერესებულ ადგილობრივ პირს ეძლევა შესაძლებლობა გახდეს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრი და ჩაერთოს მისი საქმიანობის პროცესში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ თანდართული ინტერესის გამოხატვის ფორმა.

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრობის ინტერესის გამოხატვის ფორმა