ENPARD თეთრიწყაროს მესამე საგრანტო კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომია

  • -

ჯამში მხარდაჭერილია 19 სოფლის განვითარების ინიციატივა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრებამ დისტანციურად განიხილა და დაამტკიცა მესამე საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები. ჯამში დაფინანსდა 19 სოფლის განვითარების ინიციატივა დაფინანსდა. მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებიდან თითოეული შეესაბამება თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს:

  • გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის
    შემცირება;
  • სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების
    კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა;
  • სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  • სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია.

საგრანტო კონკურსის შედეგების სანახავად მიჰყევით ბმულს.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD II ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი (VVTG).

კონტაქტი
ნელი რევაზიშვილი – RDFG-ის სოფლის განვითარების მენეჯერი, nrevazishvili@rdfg.ge
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი, nkopaleishvili@rdgf.ge