SmartVille პორტალი ადგილობრივი ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად – თეთრიწყაროს LAG RDFG-ის მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

  • -

ჭკვიანი სოფლის (SmartVille) პორტალი ადგილობრივი ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად – თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ჭკვიანი სოფლის პლატფორმის კონცეფციაზე დაყრდნობით, ახალ პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება წვდომა ფინანსური წიგნიერების მექანიზმებზე და ტურიზმთან დაკავშირებულ ღირებულებით ჯაჭვებზე. ისინი ჩაერთვებიან ინფორმაციის მართვის სისტემებსა და რეგიონულ ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ქსელი სამომავლოდ აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებსაც მოიცავს. პროექტს აფინანსებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD III ფარგლებში.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მდგრად განვითარებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რასაც მრავალდარგობრივი სოფლის ეკონომიკის, ბაზართან გაუმჯობესებული წვდომითა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით განახორციელებს. მიზანი დაბალანსებული და ყველა მხარის ჩართულობაზე დაფუძნებული განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით მიიღწევა. აღნიშნული მიდგომა შესაბამისობაშია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალლიტეტში“ შინაარსთან, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD II ფარგლებში RDFG-ის მიერ განხორციელდა. პროექტი თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (2018-2020) განხორციელების შემავსებელი კომპონენტია და ეყრდნობა ევროკავშირის LEADER მეთოდოლოგიის ძირითად პრინციპებს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ჭკვიანი სოფლების (SmartVille) პორტალი, რომელიც თავს მოუყრის ინფორმაციას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სერვისებსა და სასტუმროებზე. პორტალზე განთავსდება ინფორმაცია წარმოებისა და საბაჟოს სტანდარტების, ასევე ევროკავშირისა და ადგილობრივი რეგულაციების შესახებ. გარდა ამისა, მომხმარებელი ონლაინ შეძლებს გაეცნოს ინფორმაციას საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემასა და სტანდარტებზე. მცირე და საშუალო მეწარმეები შეძლებენ გამოიყენონ ელექტრონული საგანმანათლებლო მასალა, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკას ღირებულილებათა ჯაჭვის, საჯარო და სამოქალაქო თანამშრომლობის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

პროექტი სრულად ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ ხედვას ცვლილებისთვის. სწორედ ამიტომ, პორტალის დაარსებამდე, პროექტის მკვლევრები ჩაატარებენ დისკუსიებს ფოკუს ჯგუფებში, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისე სამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადენლებთან. აღნიშნულის შემდეგ, მოგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავენ სამიზნე სექტორებს, რომელზე დაყრდნობითაც SmartVille პორტალი შეიქმნება.

პროექტს და მის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ყველა აქტივობას უხელმძღვანელებს თეთრიწყაროს LAG RDFG-სთან პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში, თეთრწყაროს LAG ითანამშრომლებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, LAG-ების LEADER ქსელთან, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციასთან (GALAG) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელთან.

თეთრიწყაროს LAG შეიქმნა 2017 წელს ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვთარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. თეთრიწყაროს LAG ერთ-ერთია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებულ თორმეტ LAG-ს შორის. LAG არის მულტისექტორული პლატფორმა, რომელიც აერთინებს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამჟამად თეთრიწყაროს LAG წარმოდგენილია 107 ადგილობრივი მაცხოვრებლით, სულ 20 თემიდან. მათ შორის არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, თეთრიწყაროში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი; nkoplaieshvili@rdfg.ge
ნინო ტიკურიშვილი – თეთრიწყაოს LAG-ის აღმასრულებელი დირექტორი