RDFG ევროპის დღეზე

  • -

7 მაისს, რიყის პარკში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე RDFG-მ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეები იყო მოწყობილი. ერთ-ერთი კუთხე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს დაეთმო. ENPARD-ის საინფორმაციო კუთხესთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, სადაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ბროშურები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გემრიელი პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

RDFG-მ ღონისძების სტუმრებს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ გააცნო, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ასოციაციის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა და პროექტის თანამრშრომლებმა დაინტერესებულ მოსახლეობას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ENPARD-ის საინფორმაციო კუთხე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც მოინახულა და მიმდინარე პროექტებით დაინტერესდა.

პროექტი “სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიცილაპლიტეტში“ ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. დასახული მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით მიიღწევა.