RDFG-ის ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის დღის აღსანიშნ ღონისძიებაში

  • -

2019 წლის 5 მაისს, „ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის დღის აღსანიშნ ღონისძიებაში. ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სოფლის განვათარების პროექტებს – ყველის საწარმო „წინწყარო +“ – ს, ღვინის ბრენდს „ალექსანდრე დისტილერი“ და ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ „თოკების პარკის ატრაქციას“ შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი პროდუქტი/სერვისი ღონისძიების სტუმრებისთვის წარედგინათ. ევროპის დღის აღსანიშნი ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია იყო.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „წინწყარო +“-ის წარმოებული სხვადასხვა სახეობის ყველი, ასევე, „ალექსანდრე დისტილერის“ ვისკი და ღვინო. გარდა ამისა, „ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) კიდევ ერთმა ბენეფიციარმა „თოკების პარკის ატრაქციის“ ფოტო-გამოფენა წარადგინა. ზემოაღნიშნული სამი პროექტი ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული.

„წინწყარო+“ RDFG-ის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ერთ-ერთი ქვე-პროექტია. დაფინანსების მოპოვებამდე, „წინწყარო+“ მხოლოდ ყველს აწარმოებდა, ახლა კი მაწვნის, დოსა და სხვა რძის პროდუქტების წარმოებასაც იწყებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმოს რძის პროდუქტები ნატურალი რძისგან მზადდება და მინიჭებული აქვს შესაბამისი ნიშანი – „ქართული რძე“.

RDFG-ის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების კიდევ ერთი ქვე-პროექტია „ალექსანდრე დისტილერი“, რომელიც სხვადასხვა სახის ღვინოს, შარბათსა და ჭაჭას აერთიანებს. უნიკალური მეთოდით, ქვევრში დამზადებული ვისკის ავტორი, ალექსანდრე კვერნაძეა.

ალგეთის ეროვნულ პარკში განხორციელებული „თოკების პარკის ატრაქციაც“ სოფლის განვითარების ერთ-ერთი ქვე-პროექტია. ატრაქცია სხვადასხვა სირთულის საფეხურებს მოიცავს, მათ შორის ხიდებსა და ბილიკებს. “თოკების პარკის ატრაქცია” სულ მალე  გაიხსნება და ახალგაზრდებისთვის გართობის კარგი საშუალება იქნება.

ENPARD-ის ფარგლებში, RDFG-ის ხელშეწყობითა და LAG-ის ჩართულობით, 35-ზე მეტი სამხარეო განვითარების ინიციატივაა დაფინანსებული, მათ შორის: სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების, სოციალური და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობენ ათობით მუდმივი და დროებითი სამუშაო ადგილის შექმნას თეთრიწყაროში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).