პროექტის “ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის” ფარგლებში, სლოვაკური არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოპილისის“ ექსპერტები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

  • -

2019 წლის 27-28 სექტემბერს, პროექტის “ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის” ფარგლებში, სლოვაკური არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოპილისის“ ექსპერტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ მხარდასაჭერად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკმა ექსპერტებმა თეთრიწყაროს მოსახლეობისათვის, მათ შორის, RDFG-ის ბენეფიციარებისთვის, 4 ტრენინგი ჩაატარეს. გარემოს დაცვასა და პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებული ტრენინგის ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გარემოს დაცვის შესახებ, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი ამ გზით ეკონომიკურ ზრდას, ჯანმრთელობისა და ზოგადად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, პროექტი მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ბუნების დაცვის გზით, რათა გაიზარდოს ეკონომიკური სარგებელი, განსაკუთრებით კი მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმისაგან.

პროექტი “ვიშეგრადის სოფლის განვითარების გამოცდილება მდგრადი განვითარებისათვის” ხორცელდება როგორც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროეექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შემავსებელი კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს 3 წლიან საგრანტო პროექტს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

 

მედია კონტაქტი:
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, nkopaleishvili@rdfg.ge